თანამშრომლობა და პარტნიორები

ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების პროექტის უზრუნველყოფა:

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, უფლებამოსილია ითანამშრომლოს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან the Bank for International Settlements- http://www.bis.org/, როგორც ცენტრალური ბანკების პარტნიორ და მომსახურე ბანკთან და ისარგებლოს უპირატესობით იქონიოს ოქროს ანგარიშები ამ ბანკში.  

ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატებთან დაკავშირებული ოპერაციების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს იმ ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან (ინგლისის ცენტრალური ბანკი The Bank of England http://www.bankofengland.co.uk/Pages/home.aspx) და საერთაშოროსო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლბიც წარმოადგენენ უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მატარებელ ფინანსურ ცენტრებს.

ეროვნული ბანკის ოქროს სეტიფიკატების პროექტის უპირატესობა, ოქროს ზოდების მიწოდება, გარანტირებულია მხოლოდ ლონდონის ოქროს ზოდის ბაზრის ასოციაციის London Bullion Market Association (LBMA http://www.lbma.org.uk/pages/index.cfm) მიერ აღიარებული და მისი მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტის ზოდებით.

მოთხოვნის შემთხვევაში, ინვესტორს მიეწოდება ოქროს ზოდები, რომლებიც დამზადებულია LBMA–ზე აღიარებული ოქროს ზოდების მწარმოებელი შემდეგი კომპანიების მიერ:

Cold Corporation Australia_ Perth Mint http://www.perthmint.com.au/
PAMP http://www.pamp.ch/