გაწევრიანების მიმოხილვა

TGX წევრების სტრუქტურა განსაზღვრულია ორ კატეგორიად:

TGX წევრი ბროკერები

TGX ბროკერის სტატუსით გაწევრიანება გულისხმობს პირის მიერ TGX-ზე სავაჭროდ დაშვებულ ყველა პროდუქტზე, ინვესტორის დავალების შესაბამისად სავაჭრო ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფას.

TGX ბროკერის სტატუსით გაწევრიანება დაშვებულია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკის ფილიალებისთვის, რომლებიც ხდებიან TGX ბროკერის სტატუსის მატარებლები.

TGX ბროკერი, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული პირი, ვალდებულია აკმაყოფილებდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულებით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი TGX-ის სისტემაში ჩასართვისათვის უნდა დაუკავშირდეს ეროვნულ ბანკს.

TGX წევრი ინვესტორი

TGX - ის საშუალებით ოქროში ინვესტირების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ პირს, მისი მოქალაქეობის და/ან რეზიდენტობის მიუხედავად.

ინვესტორის სტატუსით გაწევრიანების შემთხვევაში არ გადაიხდება გაწევრიანების ან წლიური შენატანები.  

ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 20 გრ. ან 1 უნცია.

წევრი ინვესტორის სტატუსით გაწევრიანება ითვალიწინებს TGX ბროკერთან საბანკო ანგარიშის გახსნას.