განაცხადი

ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების შეძენაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია TGX ბროკერთან ელექტრონული ფორმით, ტელეფონით ან ფიზიკურად TGX ბროკერის პროცედურის შესაბამისად.  

წევრი ინვესტორის სტატუსის მისაღებად:

 • მიმართეთ აღიარებულ TGX ბროკერს (კომერციულ ბანკს); 
 • გახსენით საბანკო ანგარიში თქვენს მიერ შერჩეულ TGX ბროკერთან (კომერციულ ბანკთან);
 • განახორციელეთ ინვესტიცია და მოითხოვეთ შესაბამისი ამონაწერი;
 • ამონაწერი ადასტურებს თქვენს მიერ განხორციელებულ ინვესტიციას, რომელიც რეგისტრირებულია ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (შემდგომში – CSD სისტემა) სეგრეგირებულ (ერთიან) ანგარიშზე;
 • თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ შესაბამისი ინდივიდუალური ანგარიშის გახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის CSD სისტემაში და იქონიოთ არა სეგრეგირებული, არამედ სახელობითი ანგარიში.