ოქროს ზოდები

ეროვნული ბანკის ოქროს სეტიფიკატების პროექტი ინვესტორს სთავაზობს ინვესტიციის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს შესაბამისი ოქროს ზოდი.

ფიზიკური ოქროს გაცემა არ იზღუდება და არ არის დამოკიდებული ინვესტიციის მოცულობაზე ან ვადაზე.

მიმდინარე შეთავაზება გარანტირებულია London Bullion Market Association (LBMA http://www.lbma.org.uk/pages/index.cfm) მიერ აღიარებული და მისი წევრი შემდეგი მწარმოებლების ზოდებით:
  • Cold Corporation Australia_ Perth Mint (ავსტრალია)
  • PAMP (შვეიცარია)

ოქროს ფიზიკური მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა აღნიშნული ოქროს მწარმოებელი კომპანიების მიერ დამზადებული, მხოლოდ და მხოლოდ 999.9 ოქროს სინჯის სტანდარტიზირებული ზოდი (ზოდები).

მიწოდების პირობები:

ოქროს ფიზიკური გატანის მიზნით:
• მიმართეთ თქვენს მიერ შერჩეულ TGX ბროკერს  და გააკეთეთ განაცხადი თქვენთვის სასურველი ოქროს ფიზიკურ გატანაზე;
• TGX ბროკერთან დადებული ხელშეკრულება განსაზღვრავს ბროკერისგან ოქროს ზოდების მიღების წესებს;
• ოქროს ზოდების ფიზიკურ გატანას საქართველოს ეროვნული ბანკის საცავიდან განახორციელებს კლიენტის მიერ შერჩეული TGX ბროკერი;
• ოქროს ზოდები მფლობელს TGX ბროკერის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
• ოქროს ზოდის სერტიფიკატი განაღდდება მხოლოდ ნომინალის შესაბამისი წონის ოქროს ზოდებით, გასანაღდებლად მოთხოვნილი სერტიფიკატების რაოდენობის შესაბამისად - მიმდინარე შეთავაზებაზე 20 გრ;
• ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატი განაღდდება ემიტენტის შეხედულებისამებრ განსაზღვრული ოქროს ზოდის (ზოდების) წონისა და რაოდენობის შესაბამისად; 
• მიმდინარე შეთავაზება წარმოდგენილია შემდეგი წონის ოქროს ზოდებით:
     -  1 უნცია
     -  5 უნცია
     10 უნცია
     -  400 უნცია

ოქროს ზოდების შემოწმება

• ინვესტორს შეუძლია მოითხოვოს ოქროს ზოდის შეფუთვის გახსნა და ლაბორატორიული შემოწმება;
• ლაბორატორიული შემოწმების შესახებ განაცხადი სავალდებულოა გაკეთდეს შერჩეულ TGX ბროკერთან, ოქროს ფიზიკურ გატანაზე განაცხადთან ერთად;
• თუ ოქროს ზოდი არ შეესაბამება ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს, ეროვნული ბანკი ვალდებულია გასცეს სხვა, შესაბამისი წონისა და მახასიათებლების ოქროს ზოდი.  

ეროვნული ბანკის საცავიდან TGX ბროკერზე ოქროს ზოდების გაცემის ვადები:

• ოქროს ზოდის სერტიფიკატის შემთხვევაში GBC - ინვესტორის მოთხოვნიდან მესამე სამუშაო დღეს;
• ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შემთხვევაში GIC - ინვესტორის მოთხოვნიდან 35-ე კალენდარულ დღეს;

საკომისიო:

ოქროს ზოდის სერტიფიკატი GBC:
• ოქროს ზოდის გატანისას არ არსებობს დამატებითი საკომისიო გადასახადი;
• ინვესტორისთვის ოქროს ზოდის გადაცემა ხორციელდება TGX ბროკერის პროცედურის შესაბამისად.

ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატი GIC: 
• ოქროს ზოდის გატანის საკომისიო დამოკიდებულია ოქროს მოთხოვნილ მოცულობაზე და შეადგენს: 

  გასატანი ოქროს მოცულობა      გასატანი ოქროს მოცულობა გადახდის დრო

1 oz – 8 oz ნებისმიერ მოცულობაზე  

GEL 263.85   განაცხადი TGX ბროკერთან
9 oz – 50 oz თითოეულ უნციაზე GEL 32.97 განაცხადი TGX ბროკერთან
51 oz – 100 oz  თითოეულ უნციაზე GEL 32.37 განაცხადი TGX ბროკერთან
101 oz – 300 oz თითოეულ უნციაზე    GEL 31.17 განაცხადი TGX ბროკერთან


• ინვესტორისთვის ოქროს ზოდის გადაცემა ხორციელდება TGX ბროკერის პროცედურის შესაბამისად.

ბროკერის საკომისიო სერტიფიკატის განაღდებისას (ოქროს ზოდის გატანა):

 

 

 

ბროკერი

მიმდინარე შეთავაზება

საკომისიო მომავალში

GBC

ნომინალით 20 gr.

GIC

ნომინალით  1 oz

GBC

ნომინალით 20 gr.

GIC

ნომინალით  1 oz

TBC

35 GEL

50 GEL

მოსალოდნელია

მოსალოდნელია

BOG

გაყიდვის ფასის 0.6%


გაყიდვის ფასის 0.6%

მოსალოდნელია

მოსალოდნელია



ინვესტორის სპეციალური მოთხოვნა ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის GIC განაღდებაზე:

• ინვესტორს GIC განაღდებისას შეუძლია მოითხოვოს ოქროს ზოდების გატანა მისთვის სასურველი წონის ზოდებით;
• დასახელებული ოქროს ზოდის წონა და ღირებულება: გამოცხადდება რამდენიმე დღეში

ოქროს ზოდის წონა

ზოდის გაცემის საკომისიო

გადახდილი იქნება

1 უნცია

 

 

 

TGX ბროკერთან განაღდების მოთხოვნისთანავე

5 უნცია

 

10 უნცია

 

400 უნცია