TGX ვაჭრობისა და განაღდების წესები

საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების ყიდვისა და გაყიდვის ფასები გაანგარიშდება ემიტენტის მიერ, საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს საბაზრო ფასისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მარჟის გათვალისწინებით;

✔ აღნიშნულ გაანგარიშება არ ითვალიწინებს TGX ბროკერის საკომისიოს;

✔ საერთაშორისო ბაზარზე ოქროს საბაზრო ფასად აღებულია ლონდონის ოქროს ზოდის ბაზრის ასოციაციის (London Bullion Market Association - LBMA) მიერ გამოქვეყნებული ოქროს დილის ფიქსინგის ფასი გამოსახული აშშ დოლარით http://www.lbma.org.uk/pages/index.cfm.

✔ ვაჭრობა TGX -ზე დაშვებულია ეროვნული ვალუტით, ლარი. შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების ყიდვისა და გაყიდვის ფასები დენომინირებულია ლარით, მიმდინარე დღის მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად http://www.nbg.gov.ge/index.php?lng=eng.

✔ ვაჭრობა არ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ ლონდონის ოქროს ზოდის ბაზრის ასოციაციის (London Bullion Market Association - LBMA) მიერ დილით დაფიქსირებული ოქროს ფასი აღემატება მის მიერვე წინა სამუშაო დღის ოქროს საღამოს დადგენილი ფასის 5 პროცენტს;

✔ ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატის ყიდვისა და გაყიდვის ფასები გამოქვეყნდება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს არაუგვიანეს თბილისი დროით 15:00 საათამდე;

✔ გამოქვეყნებული ფასები ძალაშია მისი გამოქვეყნების დღეს;

✔ ინვესტორის განაცხადი TGX ბროკერების მიერ მიიღება 24 საათის განმალობაში ბროკერის პროცედურების შესაბამისად;

✔ ინვესტორთან ანგარიშსწორებას ახორციელებს TGX ბროკერი მის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ხოლო TGX ბროკერსა და ეროვნულ ბანკს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება არაუმეტეს T+3 დღის პრინციპით;

ეროვნული ბანკი ნებისმიერ დროს დაიბრუნებს (გამოისყიდის) ოქროს სერტიფიკატებს მის მიერ განსაზღვრული ფასით;

✔ ეროვნული ბანკი უპირობოდ გაანაღდებს ოქროს სერტიფიკატებს და გასცემს შესაბამისი წონის და რაოდენობის ოქროს სტანდარტიზირებულ ზოდს (ზოდებს);

✔ ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის შეხედულებისამებრ განსაზღვროს გასაცემი სტანდარტიზირებული ზოდების რაოდენობა წონების მიხედვით, თუ ინვესტორი არ ისარგებლებს სპეციალური შეთავაზებით;

✔ ოქროს ზოდის სერტიფიკატის GBC განაღდებისას, ეროვნული ბანკის საცავიდან ოქროს ზოდი გადაეცემა TGX ბროკერს ინვესტორის განაცხადიდან მესამე სამუშაო საბანკო დღეს;

✔ ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის GBC განაღდებისას, ეროვნული ბანკის საცავიდან ოქროს ზოდი გადაეცემა TGX ბროკერს ინვესტორის განაცხადიდან 35-ე კალენდარულ დღეს;