დაბეგვრა

• საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დაბეგვრის რეჟიმი;

• გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე ვრცელდება ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული გამონაკლისი, რის მიხედვითაც აღნიშნული ოპერაციები თავისუფლდება ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისგან.

• შესაბამისად, ოქროს სერტიფიკატების განაღდებისას, ეროვნული ბანკის მიერ ოქროს ზოდების გადაცემა არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით;

• საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ინვესტორის მიერ ოქროს სერტიფიკატების ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები წარმოადგენს ინვესტორის დასაბეგრ ოპერაციას;

• თუ ინვესტორს საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ ავალდებულებს გადასახადების ადმინისტრირებას, TGX ბროკერი ასეთ შემთხვევაში ვალდებულია განახორციელოს ინვესტორისთვის გადასახადის დაკავება და ბიუჯეტში გადახდა.